თხილის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში ფერმერებს 26 შესაწამლი აპარატი გადაეცა
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ „თხილის გადარჩენის“ პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად ფერმერთა ჯგუფებს შესაწამლი აპარატები გადასცა. ამ ეტაპზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის, კოკისა და ხურჩის მოსახლეობას 26 შესაწამლი აპარატი გადაეცა. ფერმერები ადგილზე გაეცნენ აპარატის გამოყენების ინსტრუქციას და თხილის შეწამვლის ზუსტ განრიგს. თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია ახლა უკვე მთავარ საფეხურზე გადადის. თხილის […]