უფლებადამცველები მოითხოვენ ერაყში ექსტრემისტების მმართველობისას დაბადებული ბავშვების უკეთ დაცვას
საქველმოქმედო ორგანიზაცია „ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო“ შეშფოთებულია იმ 45 ათასამდე ბავშვის ბედით, რომელიც ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე დაიბადა და ერაყში დღემდე რჩება ოფიციალური დოკუმენტების გარეშე.
საქველმოქმედო ორგანიზაცია თავის ანგარიშში წერს, რომ დაბადების მოწმობების გარეშე ყოფნის გამო ბავშვების ნაწილი ვაქცინაციის გარეშე რჩება. „ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს“ გენერალური მდივანი იან ეგელანდი მათ „შენელებული მოქმედების ნაღმებად“ მოიხსენიებს.
ბავშვების უმრავლესობა დაბადებულია 2013-2017 წლებში, როცა „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში იყო ერაყის ტერიტორიის თითქმის მესამედი. ამჟამად ისინი ბანაკებში არიან მოთავსებული.