ბოტანიკურ ბაღში მწვანე გამოფენა Green Expo 2019 გაიმართა
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, მწვანე გამოფენა-გაყიდვა Green Expo 2019 გაიმართა, რომლის მიზანი საბაღე კულტურის განვითარება და ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობაა. გამოფენაში სხვადასხვა ცნობილი სანერგე კომპანიები და აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებული ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის თამაზ დარჩიძის განცხადებით, წარმოდგენილმა ექსპოზიციამ დამთვალიერებლების მხრიდან მოწონება დაიმსახურა. „მწვანე გამოფენის მიზანი მებაღეობის, საბაღე კულტურისა და თავად […]