მარიამ ჯაშს და ოთარ დანელიას “ბიზნეს მედია კონტაქტის” ჯილდოები გადაეცათ
თბილისში “ბიზნეს მედია კონტაქტის” საერთაშორისო ფორუმი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმზე წარმოდგენილი იყო წარმატებული სახელმწიფო და ბიზნესპროექტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში. განათლების სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ხელშეწყობისათვის სიმბოლური ჯილდო გადაეცა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშს. […]