ხუთი პირი მოკლეს პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში სასტუმროზე თავდასხმისას
ხუთი პირი, მათ შორის ერთი ჯარისკაცი იქნა მოკლული პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ გუადარში Pearl Continental Hotel-ზე თავდასხმისას, იტყორბინება პაკისტანის არმია.
სულ მცირე, სამი თავდამსხმელი მოკლეს უშიშროების ძალებმა მას მერე, რაც თავდასხმა მოხდა სასტუმროზე. მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით და ყუმბარებით შეიარაღებული პირებმა სასტუმროში შეაღწიეს 11 მაისს.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის თქმით, თავდასხმის მიზანი იყო „საბოტაჟი კეთილდღეობისთვის“.
ადრე გავრცელებული ცნობით, ოთხი პირი იყო თავდამსხმელი, თუმცა მოგვიანებით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათი რიცხვი სამი იყო.
თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ბელუჯისტანის განთავისუფლების არმიამ“, რომელმაც გამოაქვეყნა ოთხი მებრძოლის ფოტო. გუადარი სანავსადგურო ქალაქია, რომელშიც, სხვათა შორის, უნდა განხორციელდეს ჩინეთის საინვესტიციო პროექტი ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკურ დერეფნის პროგრამა. პროექტით, რომელიც გულისხმობს აეროპორტის, სწრაფმავალი გზის და საავადმყოფოს მშენებლობას, ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს ჩინეთის სინიანის პროვინცია და არაბეთის ზღვა.