ჩრდილოეთ მაკედონიის ახალი პრეზიდენტი „შერიგებისკენ“ მოუწოდებს თავის ხალხს
ჩრდილოეთი მაკედონიის ახალმა პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ, რომლის ინაუგურაციის ცერემონია შედგა 12 მაისს, სკოპიეში, პარლამენტში, განაცხადა, რომ საჭიროა მოხდეს „შერიგება“ ღრმად გაყოფილ საზოგადოებაში.
თავის გამოსვლაში პარამენტის წინაშე პენდაროვსკიმ პირობა დადო, რომ ემსახურება ყველა მოქალაქეს და თქვა, რომ „დროა მოშუშდეს წარსული ჭრილობები და დაიწყოს ნამდვილი სამოქალაქო შერიგება“. მისი თქმით, ორი პრიორიტეტი არსებობს, ეკონომიკური განვითარება და კორუფციის, დანაშაულის და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლდა“.
ცერემონიას ესწრებოდნენ ალბანეთის, ბულგარეთის, სერბეთის და კოსოვოს პრეზიდენტები, ასევე პენდეროვსკის წინამორბედი, ყოფილი პრეზიდენტი, გიორგე ივანოვი.
პენდაროვსკიმ არჩევნების მეორე ტური მოიგო 52 პროცენტით. მას მხარს უჭერდა წამყვანი სოციალ-დემოკრატიული კავშირი.