მთავარეპისკოპოსი ევსტრატი: არავის სურს, რომ იყოს პირველი
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ავტოკეფალიის მოპოვების შემდეგ მალევე ახალ დამოუკიდებელ სტრუქტურად გაერთიანდნენ კიევის საპატრიარქოსა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიები, მაგრამ მართლმადიდებლურ რუკაზე აღმოცენებული ახალი ავტოკეფალიური ეკლესიის დამოუკიდებლობა არ უღიარებია მსოფლიოს არც ერთ - მათ შორის არც საქართველოს - მართლმადიდებელ ეკლესიას, რასაც უკრაინელი სასულიერო პირები მოსკოვის საპატრიარქოს გავლენით ხსნიან. ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს მთავარეპისკოპოსი ევსტრატი ზორია, უკრაინის ეკლესიის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე.