თავდაცვის მინისტრმა გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს მიუსამძიმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის, რიგითი ვლადიმერ მახათაძის ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა. სამძიმარზე ლევან იზორიასთან ერთად თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. საქართველოს თავდაცვის ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ვლადიმერ მახათაძე 12 მაისს, ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე, […]