პუტინი პომპეოს: რუსეთი არასოდეს ჩარეულა აშშ-ის არჩევნებში
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, მის ქვეყანაში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს უთხრა, რომ რუსეთი არასოდეს ჩარეულა აშშ-ის არჩევნებში.
ამასთან, გავრცელებული ცნობებით, პუტინმა შეაქო და "საკმაოდ ობიექტური" უწოდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ფაქტორის შესახებ საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიების დასკვნას და განაცხადა, რომ მას სურს "სრულად აღდგეს" რუსეთ-აშშ-ის კავშირები.
პუტინი ამ განცხადებებით გამოვიდა პომპეოსთან მოლაპარაკების დაწყებამდე. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, მაიკ პომპეომ სოჭში მოლაპარაკება გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.