ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-16 ჩოგანი გახდა
გუშინ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მერვედფინალურ შეხვედრაში ორ სეტში სძლია ფრანგ ტრისტან ლამაზინს – 7:5, 7:5 და დღეს მეტოქედ მეოთხედფინალში ვეტერანი ფრანგი, კარიერის მანძილზე ერთ დროს მე-5 ადგილზე მყოფი, ამჟამად 81-ე ჩოგანი, ჯო ვილფრიდ ცონგა ჰყავდა.
ცონგა და ბასილაშვილი ერთადერთხელ და მაშინაც აქ, ლიონში შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ბასილაშვილმა სერბი ბორნა ჩორიჩის, იტალიელი ანდრე სეპის და არგენტინელი ნიკოლას კიკერის ძლევის შემდეგ ნახევარფინალური შეხვედრა წააგო ცონგასთან 1:2(2:6,6:3,1:6)
დღეს მათი შეხვედრა ცონგამ ჯერ საკუთარი, ხოლო შემდეგ კი ბასილაშვილის გეიმის მოგებით დაიწყო – 2:0. ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაშინვე შეძლო გეიმის დაბრუნება, შემდეგ ცონგას მე-4 გეიმიც აიღო და სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა – 6:4.
მეორე სეტში ცონგას მიერ საკუთარი გეიმის მოგებას ბასილაშვილმა ჯერ საკუთარის, შემდეგ ცონგას და მერე ისევ საკუთარი გეიმის მოგებით უპასუხა, დაწინაურდა 3:1 და უპრობლემოდ მიიყვანა სეტი და მასთან ერთად თამაშიც, მოგებამდე – 2:0 (6:4,6:4)
ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალში გავიდა, სადაც კანადელ ფელიქს ოჟე ალიასიმეს და სტივ ჯონსონს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ბადის მეორე მხარეს მყოფმა მე-2 ნომრად განთესილმა ესპანელმა რობერტო აუგოსტო ბაუტისტამ მარცხი განიცადა ტეილორ ფრიცთან (აშშ). დამარცხდა აგრეთვე მე-3 ნომრად განთესილი კანადელი დენის შაპოვალოვი. მას ფრანგმა ბენუა პაირმა მოუგო.
ნახევარფინალში გასვლით ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარ სარეიტინგო ქულებს 90 შემატა და გადაასწროი მის წინ მყოფ კანადელ მილოშ რაონიკს და ფრან გაელ მონფილს. ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილს 1970 ქულა აქბვს და მსოფლიო რეიტინში მე-16 ადგილზე იმყოფება
პარიზში, როლან გაროსის კორტებზე მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელები დიდ მუზარადის ტურნირში 26 მაისიდან ჩაებმებიან.
წყარო: ipress.ge