პუტინის მიმართ რუსეთის მოსახლეობის ნდობა ისტორიულ 31,7%-მდე შემცირდა
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ მოსახლეობის ნდობის მაჩვენებელი ისტორიულ 31,7%-ზე დაეცა. ასეთია რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის ბოლო გამოკითხის შედეგები.
ნდობა იკლებს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ.
2018 წლის მაისის გამოკითხვის შედეგებით, პუტინის მიმართ ნდობის მაჩვენებელი იყო 47,7%, იანვრის პირველ კვირაში - 33,4%, მარტში კი 32%.
ამასთან, რუსები ყველა დანარჩენ პოლიტიკოსზე მეტად ენდობიან პუტინს. 14,8%-ით მეორე ადგილზეა სერგეი შოიგუ, მესამეზე - საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 13%-ით .