ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება დაიბრუნა
უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის შიკონათი მოჭიდავე ლევან გორგაძემ მაისის ნაცუ ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე მეათე ქულა მოიპოვა და ოძეკის წოდება დაიბრუნა.
ქართველმა რიკიშიმ გაზაფხულის მეორე სუპერტურნირზე, მეთოთხმეტე ტურში იუკოძუნა კაკურიუ დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლას გამოთიშა. „იმპერატორის თასი“ კი ვადაზე ადრე გაინაღდა მერვე მაეგაშირა ასანოიამამ, რომელმაც გასულ თოთხმეტ ტურში თორმეტი ქულა მოაგროვა.
ტოჩინოშინი ოძეკი პირველად 2018 წლის მაისის ბაშოს შემდეგ გახდა. წლეულს, მარტის ბაშოზე დასაშვებზე მეტი ბრძოლა წააგო და წოდება დაკარგა. შესაბამისად, მაისის სუპერტურნირს სეკივაკეს რანგში შეხვდა, მაგრამ დაკარგული პირველსავე ცდაზე დაიბრუნა.