აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი - მე იქ რუსეთის დროშები არ მინახავს
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა ინგა შამილიშვილმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სამინისტროს მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე რუსეთის დროშების გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და დროშები არც დაუნახავს.
"ჩემს გადაყენებასთან დაკავშირებით თუ რაიმე კითხვები გაქვთ, თორნიკე რიჟვაძეს მიმართეთ“, - განაცხადა ინგა შამილიშვილმა.
შამილიშვილს თანამდებობა მას მერე დაატოვებინეს, რაც ფესტივალ, „ოქროს დელფინის“ ფარგლებში გამართულ მსვლელობაზე, რუსული დროშები გამოჩნდა და მონაწილეებმა ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირი შეძახილით - "რასია" ჩაიარეს. ეს ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.