ბათუმის პორტის თანამშრომელთა შიმშილობის აქციის 2 მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომელთა შიმშილობის აქციის ორი მონაწილე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავამდყოფოში გადაიყვანეს. მათ, ექიმების ინფორმაციით, მაღალი არტერიული წნევა და გულის შეტევის ნიშნები აქვთ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ამჟამად შიმშილობის აქციაში მონაწილეობს პორტის 4 თანამშრომელი. 5 აპრილს დილით, ისინი შეხვდნენ ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის, „ყაზმუნაიგაზის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს, რომელიც ბათუმში საგანგებოდ ჩავიდა პორტში შექმნილი ვითარების გამო. Читать дальше...