აგვისტოს ომის 10 წლისთავი გორში, გმირების მემორიალთან
აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, გორში, აგვისტოს ომის გმირთა მემორიალთან რუსეთ - საქართველოს ომის თემაზე ვიდეო ინსტალაცია გაიმართა. ვიდეოეფექტებით გაცოცხლდა ომის კადრები და ნაჩვენები იქნა ომში დაღუპული გმირების ფოტოები. ვიდეოინსტალაციის დაწყებამდე ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი. ახალგაზრდებმა კი სანთლებით გამოსახეს რიცხვი 10. შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა სულებს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ომის მძიმე დღეები გორში.