„რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა "სუბელიანის ფარული აუდიოჩანაწერის" ტექსტური ვერსიაც
„რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა ტექსტური ვარიანტიც იმ ფარული აუდიოჩანაწერისა, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, ასახავს სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების საკანში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, პარლამენტის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომლის დავით ცუხიშვილის საუბარს. „რუსთავი 2“-ის ცნობით, „საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. Читать дальше...