რუსეთის საზღვაო კატერმა ცეცხლი გაუხსნა უკრაინის სამხედრო გემებს შავ ზღვაში, დაშავებულია ექვსი მეზღვაური
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების პრეს-სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმმა უკრაინის სამხედრო გემები დაიკავა. ამავე ცნობით, რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა უკრაინის საზღვაო ფლოტის გემებს შავ ზღვაში, ყირიმის სანაპიროსთან. წინასწარი ცნობით, დაშავებულია ექვსი მეზღვაური. პორტალი კერჩ.კომ.რუ მოგვიანებთ იტყობინებოდა, რომ უკრაინის სამმა გემმა, რომლებიც ადრე დიდხანს ელოდნენ ქერჩი-ენიკალის არხის გავლას, და რომლებზეც რუსეთის სასაზღრო ძალებმა იერიში მიიტანეს, ქერჩის ხიდის ქვეშ უკვე გაცურეს და აზოვის ზღვისკენ გაემართნენ. Читать дальше...