სულხან სალაძე: ნულპროცენტიანი ბარიერი არ არსებობს
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, ნულოვანი ბარიერი არ არსებობს, პარლამენტში 150 ადგილია და ამ ადგილებზე უნდა გადანაწილდნენ დეპუტატები, ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივად რაღაც მინიმალური ბარიერი მაინც უნდა იყოს. ყველა ვინც ხმას მიიღებს, ის პარლამენტში ვერ მოხვდება. „სავარაუდოდ ბარიერი 1%-ის ფარგლებში იქნება, რაც პარტიამ უნდა გადალახოს, იმისთვის, რომ მისი დეპუტატი მოხვდეს პარლამენტში“,- ამბობს სულხან სალაძე. მისი სიტყვებით პროპორციული სისტემის მთავარი ღირსება ის არის, რომ ის ზუსტად ასახავს ამომრჩველის ნებას. Читать дальше...