დავით კეზერაშვილი ტელეარხ „ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრე გახდა
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრე გახდა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, დანარჩენ 49%-ს თანაბრად ინაწილებენ მიშა მშვილდაძე - 12.25%; ირაკლი საღინაძე - 12.25%; გიორგი ლიფონავა - 12.25%; ზუკა გუმბარიძე - 12.25%. 3 სექტემბრამდე მათ საკუთრებაში იყო მთლიანი წილი. დირექტორის პოზიციაზე რჩება ზუკა გუმბარიძე. 13 აგვისტოს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან გამორიცხა, რომ „ფორმულა" ნებისმიერი ფორმით რომელიმე პარტიის ტელევიზიის როლს შეასრულებს. Читать дальше...