პარლამენტში იწყება 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა
საპარლამენტო კომიტეტებში საქართველოს მომავალი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება. მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დღეს იმსჯელებენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში. საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე 800 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. 2020 წლის ბიუჯეტის მოცულობა კანონპროექტის მიხედვით 16 მილიარდ ლარს შეადგენს.