ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი გრიგოლი პირველ წირვას ატარებს
ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი გრიგოლი (კაცია) მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საკვირაო წირვას პირველად ატარებს. ინტერპრესნიუსის ცნობით, მარტვილის ეპარქიაში იმყოფება მღვდელმთავრობიდან გადაყენებული პეტრე ცაავაც, თუმცა იგი წირვას არ ესწრება. ტაძარში მრევლი და სხვა ეპარქიის მოძღვრები იმყოფებიან.