ტრამპი აცხადებს, რომ თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდა
მადლიერების დღეზე ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტით ჩასულმა აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა განაახლა მოლაპარაკება თალიბანთან, რომელსაც, დონალდ ტრამპის სიტყვებით, „სურს შეთანხმების მიღწევა“. დონალდ ტრამპი ომში ჩაფლულ ქვეყანაში პირველად 2017 წელს ჩავიდა. 28 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტი ქაბულთან ახლოს, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „თალიბანი მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის“. ავღანეთში ყოფნის დროს აშშ-ის ლიდერმა მოინახულა ამერიკელი სამხედროები, შეხვდა მაღალი რანგის მეთაურებს და ავღანეთის ლიდერებს. Читать дальше...