ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, სერგო ჩიხლაძე რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ დროის სვლასთან ერთად საზოგადოება უნდა შეეგუოს იმას, რომ შეიძლება რამდენიმე დღეში აღარ იყოს აქტუალური ინფიცირების პირველწყაროს ძიება. ამასთან, ის ძალიან მაღალ შეფასებას აძლებს ქართველი ეპიდემიოლოგებისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მუშაობას ინფიცირებულთა გამოვლენაში:
„რაღაც პერიოდში ჩვენ იმასაც უნდა შევეგუოთ, რომ ყველა კონტაქტის მიკვლევა პირველწყაროსთან ვეღარ მოხერხდება და ეს ყველა ქვეყანაში, ყველა ეპიდემიის დროს ასეა. Читать дальше...