კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევიდან 226 თბილისიდანაა
ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევიდან 226 თბილისიდანაა. შედარებით პატრა მაჩვენებლებია რეგიონებში. რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება: აჭარა - 64, იმერეთი - 87, ქვემო ქართლი - 24, შიდა ქართლი - 20, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 3 845 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 594 შემთხვევა. Читать дальше...