ჯინ შაჰინი: ყოველი დღე, როცა ოპოზიციის წევრები ციხეში არიან, როცა საქართველოს პარლამენტის ადგილები ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა
დღეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა საკითხზე: "დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში". სხდომას ხელმძღვანელობდა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი. მისი თქმით, საქართველომ მოკლე დროში დიდი გზა გაიარა თავისი ინსტიტუტების შექმნის და განმტკიცების თვალსაზრისით. შაჰინის შეფასებით, ეს გზა არ იყო ყოველთვის პირდაპირით, მაგრამ განვითარების გზის „ტრაექტორია ყოველთვის დადებითი“ იყო. შაჰინმა საქართველოს დემოკრატიის შესახებ განაცხადა... Читать дальше...