უშიშროების საბჭომ უარყო რუსეთის პროექტი "უკრაინაში ამერიკული ბიოლაბორატორიების" შესახებ
გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო რუსეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომლითაც მოითხოვდა სპეციალური კომისიის შექმნას და „უკრაინაში ამერიკული ბიოლაბორატორიების საქმიანობის“ გამოძიებას. პროექტს მხარი დაუჭირეს მხოლოდ რუსეთმა და ჩინეთმა. რეზოლუციის მისაღებად საჭირო იყო გაეროს უშიშროების საბჭოს 15 მუდმივი წევრიდან 9-ის თანხმობა. რუსეთის პროექტის თანახმად, გაეროს უშიშროების საბჭოს უნდა შეექმნა მისი ყველა წევრით დაკომპლექტებული კომისია და გამოეძიებინა აშშ-ისა და უკრაინისადმი რუსეთის პრეტენზიები... Читать дальше...