ლიეტუვის პრეზიდენტი: დავბრუნდი კიევში, რათა მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღვნიშნო – უკრაინის გამარჯვება ახლოს არის!
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. განცხადებას ლიეტუვის პრეზიდენტი Twitter-ზე აქვეყნებს. „დავბრუნდი კიევში, რათა მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღვნიშნო. უკრაინის გამარჯვება ახლოს არის! ლიეტუვა მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენს ხანს, რამდენიც საჭირო იქნება!” – წერს ნაუსედა. ლიეტუვის პრეზიდენტი ასევე ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ასევე დაგეგმილია ...