საბერძნეთში ებრძვიან ხანძრის რამდენიმე მასშტაბურ კერას
საბერძნეთში 600-ზე მეტი ადგილობრივი და ევროპის სხვა ქვეყნებიდან დასახმარებლად ჩასული მეხანძრე ებრძვის ტყის ხანძრების რამდენიმე დიდ კერას. ზოგიერთ მათგანზე, საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ევროსის და ალექსანდრუპოლისის რაიონებში ხანძარი მეათე დღეა მძვინვარებს და 20-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბერძნული გამოცემის, „კათიმერინის“ ინფორმაციით, განადგურებულია 77 000 ჰექტარი. ცეცხლის ქრობაში, რომელსაც ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა ართულებს, ჩართული არიან თვითმფრინავები და ვერტმფრენები. Читать дальше...