ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ ტაქტიკური პაუზების შესაძლებლობა განიხილეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განიხილეს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის საჭიროება. ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება პრეზიდენტ ბაიდენსა და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შორის 6 ნოემბერს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკეს ძალისხმევაზეც, რომელიც მიმართულია „ჰამასის“ მძევლების, მათ შორის ბავშვების და აშშ-ის მოქალაქეების გათავისუფლებისკენ. Читать дальше...