რესპუბლიკურის ექიმებისთვის სამინისტროს შეთავაზება მიუღებელია
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ათეულობით თანამშრომელი დღეს დილით პალატებიდან გამოვიდა და პროტესტის გამოსახატად კლინიკის ეზოში ჩავიდა. მათთვის მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზება, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც მთავრობამ კლინიკის შენობების დანგრევის ბრძანება გასცა.