სირიაში ასობით ადამიანი დაიღუპა ინტენსიური ბრძოლების შედეგად გასულ თვეში
სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის თანახმად, 288 სამოქალაქო პირი, მათ შორის 67 ბავშვი ემსხვერპლა 30 აპრილის შემდეგ, სირიისა და რუსეთის სამხედრო იერიშებს.
ექსტრემისტები დადანაშაულებული არიან 22 სამოქალაქო პირის, მათ შორის 10 ბავშვის დაღუპვაში.
სექტემბერში დაიდო შეთანხმება, რომელსაც თავიდან უნდა აეცილებინა სირიის რეჟიმის მასშტაბური შეტევა იდლიბის პროვინციასა და მის შემოგარენზე, რომლებზეც კონტროლს იანარჩუნებს ალ ყაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი“.
მაგრამ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის არმიამ და მისმა მოკავშირე რუსეთმა აპრილის ბოლოს წამოიწყეს გამანადგურებელი საავიაციო და სარაკეტო შეტევები ექსტრემისტების პოზიციაზე, რასაც სასტიკი სახმელეთო ბრძოლებიც თან ერთვოდა.
გაეროს მონაცემებით, აპრილის ბოლოდან მოყოლებული იდლიბის პროვინციიდან გაქცევით თავს უშველა 270 ათასმა კაცმა, ბრძოლების გამო ზოგიერთი რაიონში საქმიანობა შეაჩერეს ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა.
კრემლი აცხადებს, რომ იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის პირობას წარმოადგენს ექსტრემისტებისა და მის მხარდამჭერი ჯგუფების მხრიდან ნებისმიერი სახის იერიშების შეწყვეტა როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის ჰმეიმიმის სამხედრო ბაზაზე, სადაც რუსული ავიაციაა განლაგებული.