ნაზი ჯანეზაშვილი: გიორგი მიქაუტაძე, ტექნიკური შეცდომის გამო, შემდეგ ეტაპზე არ უნდა გადავიდეს
გიორგი მიქაუტაძემ, უზენაესი მოსამართლეობის განაცხადის შევსებისას სამი რეკომენდატორის ნაცვლად ორი მიუთითა, ის ვერ აკმაყოფილებს ფორმალურ პირობებს და შემდგომ ეტაპზე ვერ უნდა გადავიდესო - განუცახადა "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაში სულ 144 ადამიანია, მათ შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაძე