რიკოთის გვირაბი ხუთი დღით დაიკეტება
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რიკოთის გვირაბში დაგეგმილი პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ივნისს, 08:00 საათიდან, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს, 08:00-ზე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება. რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზის მეშვეობით.