რომის პაპმა ტრანსილვანიაში რუმინელ და უნგრელ მორწმუნეებს ერთიანი მომავლის შენებისკენ მოუწოდა
მიუხედავად წვმიანი ამინდიდა, 1 ივნისს ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა რომის პაპთან შესახვედრად, ერთ-ერთი უდიდესი ფრანცისკანული საკათედრო ტაძარის, შუმულეუ ჩუკის გარშემო, სადაც ფრანცისკემ კათოლიკური წირვა აღავლინა.
თავის ქადაგებაში ფრანცისკემ მაღალი შეფასება მისცა რუმინეთის მრავალეროვნულ და მრავალკულტურულ საზოგადოებას და მოუწოდა ხალხს, გვერდზე გადადონ წარსულის დაპირისპირება „საერთო მომავლის“ საკეთილდღეოდ.
დაახლოებით1,2 მილიონი ეთნიკური უნგრელის ბედი რუმინეთში ათწლეულებისგანმავლობაში წარმოადგენს პოლიტიკური ქიშპის საგანს ორ ქვეყანას შორის.
2 ივნისს რომის პაპი გაემგზავრება ასევ ტრანსილვანიის ქალაქ ბლაჟში, სადაც აპირებს წმინდანად შერაცხოს 7 რუმინელი ბერძენი კათოლიკე ქრისტიანი მღვდელი, რომლებიც საპყრობილეში დაიღუპნენ კომუნიზმის დროს.