ელტონ ჯონი რუსეთში Rocketman-ის ცენზურაზე: სევდიან, დაყოფილ სამყაროში ვცხოვრობთ.
ლეგენდარული მუსიკოსი და მომღერალი, ელტონ ჯონი გამოეხმაურა მის შესახებ შექმნილი ფილმის, Rocketman-ის რუსეთში ცენზურის ქვეშ გატარების ფაქტს: ფილმის ფეისბუკგვერდზე ვკითხულობთ ელტონ ჯონისა და ფილმის შემქმნელების ერთობლივ განცხადებას, სადაც ისინი წერენ, რომ ფილმიდან ნარკოტიკებისა და გეი სცენების ამოჭრის შესახებ ისინი არავის გაუფრთხილებია.
„დღემდე ჩვენ ამის შესახებ არ ვიცოდით. „პარამაუნტ ფიქჩერსმა“ გამოიჩინა დიდი სიმამაცე და მოგვცა უფლება შეგვექმნა ფილმი ელტონ ჯონის უჩვეულო ცხოვრების შესახებ. ხოლო ის, რომ ადგილობრივმა დისტრიბუტორებმა გადაწყვიტეს ფილმიდან გარკვეული სცენების ამოჭრა და მაყურებელს არ მისცეს საშუალება არ მისცეს, ენახათ ჩვენს მიერ ჩაფიქრებული ვერსია, მიუთირებს იმაზე, რომ ჯერაც სევდიან, დაყოფილ სამყაროში ვცხოვრობთ. როგორც ჩანს, ბევრისთვის ჯერაც მიუღებელია ის, რომ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს", - წერია განცხადებაში.
განცხადების ბოლოს კი მომღერალი წერს, რომ მას სჯერა ხიდების შენებისა და ღია დიალოგის და ყველაფერს გააკეთებს ბარიერების დასანგრევად, სანამ სამყაროში ყველა ადამიანი თანასწორი არ იქნება.
ამ ფილმიდან, რომელიც მომღერლის რეალურ ცხოვრებას ეძღვნება, რუსეთში დაახლოებით 5 წუთიანი მონაკვეთი ამოჭრეს, რის გარეშეც რუსი დისტრიბუტორების განცხადებით, ისინი „ადგილობრივ კანონებს დაარღვევდნენ“.
საქართველოს კინოთეატრებში Rocketman-ს მაყურებელი 3 ივნისიდან ნახავს.