მამუკა ბახტაძე კმაყოფილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებით
საქართველოს პრემიერ-მინისტროს, მამუკა ბახტაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ნებისმიერი ადამიანი შეირჩევა გამჭვირვალედ, უმაღლესი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით.
ჟურნალისტების შეკითხვას უზენაესი მოსამართლეობის მსურველთა სიაში გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის ყოფნასთან დაკავშირებით, ბახტაძემ უპასუხა, რომ მისთვის მთავარი არის ის, რომ:
„საქართველოს პარლამენტმა კონსულტაციების შედეგად მიიღო ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც მოხდება მოსამართლეების შერჩევა და ეს ემყარება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას“.
პრემიერის განცხადებით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს.
„მათ შორის შალვა თადუმაძეს“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.