ზალმაი ხალილზადი პაკისტანში ჩავიდა ავღანეთისა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ
აშშ-ის სპეციალური წარგზავნილი ზალმაი ხალილზადი 2 ივნისს პაკისტანში ჩავიდა, სადაც ანონიმური ოფიციალური წყაროების ცნობით, ამერიკელი დიპლომატი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართავს შეხვედრას. მაგრამ არ არის ცხადი შეხვდება თუ არა სტუმარს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრო შაჰ მაჰმუდ ყურეში.
ავღანეთში ომის დასრულების ძალისხმევის ფარგლებში, ხალილზადი გეგმავს ვიზიტს ავღანეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ავღანეთის სამშვიდობო მოწესრიგების საკითხებში ვაშინგტონის წარგზავნილი, კვლავ შეხვდება თალიბანის წარმომადგენლებს დოჰაში, სადაც დაჯგუფების ოფისი მდებარეობს
ამ შეხვედრაზე არ იქნებიან ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებთან მოლაპარაკებას გადაჭრით ეწინააღმდეგება თალიბანი.
ქაბულში ყოფნისას აშშ-ის სპეციალური წარგზავნილი კონსულტაციებს გამართავს ავღანეთის ხელისუფლებასთან, შეხვდება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.