ნინო ბურჯანაძის პარტია საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს
თბილისში, „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს ნინო ბურჯანაძის პარტიის რიგგარეშე ყრილობა. შეიცვალა პარტიის სახელწოდება და მას დღეიდან ერქმევა „ერთიანი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა“.
პარტია საპარლამენტო არჩევნებისთვის იწყებს მზადებას და როგორც მისი წევრები აცხადებენ, ისინი აუცილებლად მოხვდებიან შემდეგი მოწვევის პარლამენტში.
ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრები იზიარებენ მათივე ლიდერის მოსაზრებას, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, „გარდაუვალი აუცილებლობაა, რომ საქართველო უნდა ესაუბროს თავის ყველაზე ყველაზე უხერხულ მეზობელს“:
„უნდა ვესაუბროთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები მოვაგვაროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ 25 წელიწადია ვტკეპნით ერთ ადგილს და უკან უკან მივდივართ. ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, არის ვესაუბროთ იმათ, სადაც არის შესაძლებელი ამ პრობლემების მოგვარება დაიწყოს,“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.