ყირგიზეთში დეპუტატებმა დაიწყეს მსჯელობა ექსპრეზიდენტ ატამბაევისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე
ყირგიზეთის საპარალამენტო კომისია იწყებს მსჯელობას იმის შესახებ, უნდა მოეხსნას თუ არა იმუნიტეტი ექსპრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს, რათა მას ოფიციალურად წაუყენონ კორუფციაში მონაწილეობის ბრალდება.
კომისია 12 დეპუტატისგან შედგება. მის ამუშავებამდე 60-მა კანონმდებელმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც ატამბაევს ბრალს სდებს რამდენიმე კორუფციულ დანაშაულში, მათ შორის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში.
მაისის ბოლოს ამოქმედებული ახალი კანონით, ყოფილი პრეზიდენტებისთვის იმუნიტეტის მოხსნა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წინაშე წარდგომა შესაძლებელი გახდა იმ პირობით, თუკი მათ ექსპრეზიდენტის ოფიციალურ სტატუსს ჩამოართმევენ. საამისოდ საჭიროა პარლამენტმა ჯერ გენერალური პროკურორის ოფისს წარუდგინოს ყოფილი პრეზიდენტის ბრალდებები. თუ მთავარი პროკურორი ამ ბრალდებებს საფუძვლიანად მიიჩნევს, პარლამენტს ეძლევა საშუალება მას ექსპრეზიდენტის სტატუსი ჩამოართვას.