Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ვიდეო, რომელშიც ვიტალი მოკლეს

ვიდეო, რომელშიც ვიტალი მოკლეს

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომებს შორის, ეს, ალბათ, ყველაზე მძიმედ სანახავი და მოსასმენი პროცესი იყო - მოსამართლე შორენა გუნცაძეს და დამსწრე საზოგადოებას, მკვლელობის ადგილზე (და შემდგომ) ამოღებული ნივთმტკიცებულებების  (სისხლიანი ტანსაცმელი, ხელსახოცები, დანა და ა.შ.) გარდა ის ვიდეომასალა წარუდგინეს, რომელშიც ვიტალის კლავენ.

2018 წლის 30 სექტემბრის გვიან ღამით დაწყებული კონფლიქტი, რომელიც მკვლელობით დასრულდა - ბარ „ვარშავის“, კაფე „საბვეისა“ და სასტუმრო „ლე კავკაზის“ ვიდეოკამერებმა დააფიქსირა.

ვიტალის მშობლებმა 17 ივნისს ხელახლა ნახეს როგორ მოკლეს მათი შვილი. ამ კადრებს უყურებდნენ საფაროვის მკვლელობაში ბრალდებული ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე. მათი მშობლები და ახლობლებიც.

მკვლელობის ვიდეოქრონიკა  

კამერა #1: განათებულ ადგილებში, სადაც კამერები აყენია, ყველაფერი მკაფიოდ ჩანს. ვიდეო, რაც სასამართლოზე აჩვენეს,  ბარ „ვარშავის“ კამერის მიერ გადაღებული მასალით იწყება.

30 სექტემბერი, 2018 წელი, 04.03 წუთი.

კადრში ჩანს ვარშავის ბანგლადეშელი ბარმენი. მოდის ვიტალი საფაროვი - ერთმანეთს ესალმებიან.  ლაპარაკობენ. ბარის წინ სხვა ახალგაზრდებიც არიან, ზოგი მიდის, ზოგი დგას, ის ხდება, რაც ამ დროს ბარის წინ შეიძლება ხდებოდეს. იქ არის ირაკლი ბელთაძე (მოწმე) თავის რუს მეგობარ გოგონებთან ერთად.

ცოტა ხანში კამერა აფიქსირებს გიორგი სოხაძეს, ავთანდილ კანდელაკიშვილს და ნიკოლოზ შანავას. სოხაძეს შავი ქუდი ახურავს, თეთრი წარწერით,  კანდელაკიშვილს შავი კაპიუშონი აქვს წამოფარებული. ვიდეოში მოჩანს სოხაძის ხელი, რომლის ორ თითზეც, სავარაუდოდ, კასტეტი უკეთია.

სოხაძესთან რამდენჯერმე მიდის ბელთაძე. ლაპარაკობენ. საფაროვიც იქვეა. ლაპარაკი დაახლოებით 15 წუთს გრძელდება. მერე კადრიდან გადიან კანდელაკიშვილი, სოხაძე და შანავა. მათ მიჰყვება  ოთარ გელაშვილი (ვიტალის მეგობარი, მოწმე), შემდეგ ვიტალიც.

ვიდეოში არ ისმის რუსი გოგონების რეაქცია, როდესაც ბიჭები ტერიტორიას ტოვებენ - მათ შორის, მათთან ერთად „ვარშავასთან“ მისული ბელთაძეც.

​კამერა #2: კიდევ ერთ ვიდეოჩანაწერში ჩანს დიუმას ქუჩისკენ ჩასასვლელი ტერასა და კიბეები. ამ ვიდეოში მკაფიოდ ჩანს, როგორ ჩადიან ქუჩის მოფარებულ ადგილას კანდელაკიშვილი, შანავა, სოხაძე, გელაშვილი, ბელთაძე, მორჩილაძე და საფაროვი. ასევე ბელთაძის ნაცნობი მაღალი ბიჭი, რომელიც რაღაც დროის შემდეგ უკან ბრუნდება.

ყველაზე დაძაბული სწორედ ის 17 წუთია, სადაც სიბნელეში სილუეტები ლაპარაკობენ.  ვიდეოში ბუნდოვნად ჩანს, როგორ მოძრაობენ ისინი.  მოულოდნელად მოძრაობა ჩქარდება და შესამჩნევია, რომ საუბრის რეჟიმი იცვლება.

შემდეგ ჩანს, როგორც ამორბის ჯერ ერთი ადამიანი, მერე მეორე, ტელეფონზე რეკავენ - სავარაუდოდ, 112-ში. ბელთაძე გამორბის და მერე სირბილით უკან ბრუნდება - ხელში თეთრი ხელსახოცები უჭირავს.

მერე მოდის პოლიცია. ხუთი წუთის შემდეგ სასწრაფოც. მერე ჩანს როგორ მოჰყავთ ვიტალი საკაცით, კიბეებზე ის საკაციდან უცურდებათ. ისევ აწვენენ და  გზას აგრძელებენ სასწრაფო დახმარების მანქანისკენ.

კამერა #3: და  სულ ბოლო, ყველაზე მოკლე კადრი, რაც სასტუმრო „ლე კავკაზის“ ვიდეოკამერამ გადაიღო ასეთია - დიუმას ქუჩაზე სამი ადამიანი გამორბის. როგორც პროკურორმა თქვა, პირველი არის ავთანდილ კანდელაკიშვილი, მარჯვენა ხელში დანით. მის უკან გიორგი სოხაძე და ნიკოლოზ შანავა.

17 ივნისის სხდომაზე ბრალდების მხარემ წერილობითი და ნივთმტკიცებულებებიც წარადგინა და ამით დაასრულა მტკიცებულებათა ნაწილის წარმოდგენა.

 

ბრალდება VS დაცვის მხარე

როგორ ხსნიან ვიდეომასალას დაცვის და ბრალდების მხარეები?

ბრალდებულ ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატის, ზურაბ ბეგიაშვილის განცხადებით, დაცვისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვიდეომასალების თანახმად, ვიტალი საფაროვი არ არის კონფლიქტში ჩართული და ის მხოლოდ მოგვიანებით მიდის ბრალდებულებთან და საუბარში ერთვება.  

„ბრალდების მხარე დღემდე აცხადებს, რომ ამ ამბის მთავარი მონაწილე იყო ვიტალი, რომელიც ეროვნულ თემატიკაზე გარკვეულ მოსაზრებებს გამოთქვამდა. ჩვენ კი ვნახეთ, რომ ეს კონფლიქტი დაწყებულია სულ სხვა პირების მიერ, მათ შორის, ვიტალის მეგობრების მიერ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ ვიდეოში ვნახეთ, არის ის, რომ ვიტალი საკაციდან ვარდება, რასაც შესაძლოა, ძალიან დიდი ტრავმა გამოეწვია და ეს ტრავმა სიცოცხლის ფასიც შეიძლება გამხდარიყო“.

ბეგიაშვილი ეჭვობს, ეს რომ ეღიარებინათ, ცალკეული პირებს, მათ შორის, ექიმებსაც პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდათო. დაცვის მხარე ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტორს, რომ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ჩხუბში მონაწილეობს ყველა. მათ შორის, ზურაბ მორჩილაძეც, რომელსაც, ადვოკატის სიტყვებით, ქურთუკი აქვს შემოგლეჯილი და რომელსაც, ამ ამბის შემდეგ ტვინის შერყევა ჰქონდა. თუმცა კი, თავად მორჩილაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ ტრავმა ბაზაზე მიიღო „თავი რაღაცას მიარტყა“.

ზურაბ ბეგიაშვილს რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კანდელაკიშვილი უდანაშაულოა - რატომ  გარბის ის სოხაძესა და შანავასთან ერთად შემთხვევის ადგილიდან? და მეტიც, როგორც პროკურორი აცხადებს, მას მარჯვენა ხელში ის დანა უჭირავს, რომელიც დღეს საქმეში დევს, როგორც ნივთმტკიცება?

ამაზე ადვოკატმა ზურაბ ბეგიაშვილმა  ასე გვიპასუხა:

„ორმხრივი დაპირისპირების დროს არ შეიძლება ვთქვათ, რომ მჭრელი საგანი მხოლოდ ერთ მხარეს ეჭირა. ვიტალის აქვს ზურგიდან მიყენებული უმძიმესი ჭრილობებიც. მე არ გამოვრიცხავ, რომ ბასრი საგნები ჰქონდათ კონფლიქტის გამაღვივებელ მხარესაც (ოღონდ არა ვიტალი საფაროვს, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში იყო და სავარაუდოდ, სურდა გაერკვია რა ხდებოდა) და შესაძლოა, მათ დაჩეხეს საკუთარი მეგობარი. მისი მიტოვება კი მათი მხრიდან დიდი დანაშაული იქნებოდა. სწორედ ამან გამოწვია, რომ ესენი გარბიან - და ეს არ ნიშნავს, რომ გარბიან იმიტომ, რომ ვიღაც მიატოვონ, არამედ იმიტომ, რომ თავი გადაირჩინონ.  ექსპერტიზამ აჩვენა, რომ კანდელაკიშვილი დაზიანებული იყო. ასევე მორჩილაძეც. ასე, რომ დასკვნები თქვენ გამოიტანეთ“.

ის, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დაცვისთვის, მკაფიო პასუხია ბრალდებისთვის  საფაროვის მკვლელობის საქმეში დასმულ მთავარ კითხვაზე.

„ჩვენ დავინახეთ, ვიტალი, მისი მეგობრები და ბრალდებულები როგორ საუბრობენ. როგორ გადიან „ვარშავიდან“ „საბვეისკენ“, ჩადიან დიუმას ქუჩაზე და შემდეგ როგორ გარბიან ბრალდებულები დიუმას ქუჩით. ვიდეოში ასევე ჩანს როგორ უჭირავს კანდელაკიშვილს მარჯვენა ხელში დანა, რომელიც შემდეგ იქვე ახლოს, მშენებარე სახლის ჟოლობში დამალეს და ნიკოლოზ შანავას მითითების საფუძველზე გამოძიებამ ამოიღო. მართალია, მასალაში არ ჩანს დანის დარტყმის მომენტი, მაგრამ მოწმეთ ჩვენებები დინამიკაში მოდის იქ მომხდარ ამბავთან“, - გვითხრა სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა მიხეილ ჩხეიძემ.

პროკურორის შეფასებით, აბსურდულია დაცვის მხარის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ, შესაძლოა, ვიტალი საფაროვის სიცოცხლეს საფრთხე საკაციდან „საბვეის“ ხის კიბეებზე გადმოვარდნის გამო მიეღო, რადგან მას ამ დროისათვის 8 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და მისი სიკვდილის მკაფიო მიზეზი ექსპერტიზამ დაადგინა.

ხოლო კითხვაზე, თუ საფაროვს კანდელაკიშვილი წინიდან ურტყამდა, ვინ მიაყენა ჭრილობები ცივი იარაღით ზურგიდან, ჩხეიძე პასუხობს, რომ საფაროვი ჩხუბის დროს გაშეშებული ვერ იდგებოდა - ის მოძრაობდა, რის დროსაც დანა უკანა მხრიდანაც მოხვდა.

იმავეს ყვებოდა სასამართლოზე ვიტალის მეგობარი ოთარ გელაშვილიც - მან ფიზიკურად განასახიერა კიდეც, როგორც იხრებოდა ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ ვიტალი, რომ როგორმე დანის დარტყმები აერიდებინა.

 

რატომ ვიტალი?

დაცვის მხარე კატეგორიულია იმაში, რომ ეს მკვლელობა არ მომხდარა ეროვნული შეუწყნარებლობის მოტივით - სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით. და რომ ბრალდებულებს არანაირი კავშირი არა აქვთ ე.წ. ნეოფაშისტურ თუ ნეონაცისტურ დაჯგუფებებთან და მათ იდეოლოგიასთან (რის საპირისპირო ჩვენებაც მისცა არაერთმა მოწმემ, მათ შორის, რამდენიმე ბარმენმა, რომლებიც იცნობდნენ სოხაძეს და კანდელაკიშვილს და აცხადებდნენ, რომ ისინი უცხოელებისადმი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ).

მკვლელობის ერთ-ერთი მოწმე, ვიტალი საფაროვის მეგობარი, ოთარ გელაშვილი სასამართლოზე იმასაც კი აცხადებდა, თუ ამ ჩხუბში ვინმე უნდა მოეკლათ, „ეს მე და ბელთაძე უნდა ვყოფილიყავითო“.

არც მეორე მოწმეს, ირაკლი ბელთაძეს უარყვია, რომ პირველად სწორედ ის მივიდა სოხაძესთან და მის მეგობრებთან, თან რამდენჯერმე - საქართველოსა და ქართველობაზე ლაპარაკის მოტივით - პირველად უსიამოვნო ვითარება სწორედ მაშინ შეიქმნა.

ბელთაძემ თავის დროზე ეს სასამართლოს იმით აუხსნა, რომ სოხაძეს, კანდელაკიშვილსა და შანავას, ბელთაძის თანმხლები გოგონების რუსულად საუბრის გამო  გაღიზიანება შეატყო.

მოკლედ, მთელ ამ ამბავში - დაწყებული ბელთაძის სოხაძესთან მისვლიდან  - ბოლომდე, რაც კი ვიდეოჩანაწერებში იკვეთება, არსად ჩანს კონფლიქტი ვიტალისა და ბრალდებულებს შორის.  

არადა, ამ ჩხუბს, სწორედ ვიტალი შეეწირა.

მთავარი კითხვაც, რომელიც ჩნდება  მოწმეების ჩვენებების თანმიმდევრულად მოსმენის შემდეგ, ეს არის - რატომ მოკლეს მაინც და მაინც ვიტალი საფაროვი?

იმიტომ ხომ არა, რომ საქართველოს სიყვარულზე, ქართველობასა და მსგავს თემებზე დაწყებული გარჩევისას, რომელიც ბოლოს ჩხუბით დასრულდა, ვიტალიმ თქვა, რომ ებრაელი იყო?

ბრალდების მოწმეები ამ მოტივზე მიანიშნებენ.

დაცვა კი უკვე მერამდენე პროცესია იმეორებს, რომ მოწმეებს პირველ ჩვენებებში ეს მოტივი არსად უხსენებიათ და რომ სასამართლოზე მათ ჩვენებები შეცვალეს.

25 წლის უფლებადამცველი, „ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ თანამშრომელი, ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს, გამთენიისას მოკლეს თბილისში, დიუმას ქუჩაზე.

მის  მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი ედებათ განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.

ეს დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109.2.დ.ე. მუხლით ისჯება და თუ ბრალდებულებს დანაშაული დაუმტკიცდებათ, მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

საფაროვის საქმე უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისით, რომ ის ამ მუხლით საქართველოში აღძრული პირველი საქმეა.

გაიზიარებს თუ არა სასამართლო ბრალდების პოზიციას და გახდებიან თუ არა სოხაძე და კანდელაკიშვილი ამ ბრალდებით გასამართლებული პირველი პირები საქართველოში,  ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი მოსამართლე შორენა გუნცაძის განაჩენმა უნდა გასცეს.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Антон Шагин поддержал Всероссийский интеллектуальный забег «Бегущая книга»



Мода

Сеть Modi сменила владельца




Українські новини

Виставку «Світ Велетнів» в парку Боздош (м.Ужгород) продовжено до 30.06.2024 року



Новости 24 часа

Волшебное путешествие в мир музыки и кино



Game News

Microsoft reckons its new Prism x86 emulation for Arm PCs is as good as Apple's Rosetta



Москва

Расписание пригородных поездов Казанского направления МЖД изменится с 25 мая



News Every Day

Boeing passenger ‘DIES in horror turbulence’ on flight from London sparking emergency landing in latest airline tragedy



Блоги

Количество пользователей-инвесторов на платформе «Атомайз» превысило 72000



Москва

Более 100 заявок подали на предварительное голосование «ЕР» в Королеве



Игорь Бутман

Джазовый оркестр Бутмана выступит в Китае



Москва

Предприятия Балашихи приняли участие в соревнованиях по гражданской обороне



Камилла Рахимова

Рахимова вышла в полуфинал турнира в Рабате



Москва

«ИМЕНЕМ ЗАКОНА»: «СВЯТОЙ ЛЕНИН» ОТМЕНЯЕТ НАЛОГИ С ЗАРПЛАТ НАРОДА!



#123ru.net

«ИМЕНЕМ ЗАКОНА»: «СВЯТОЙ ЛЕНИН» ОТМЕНЯЕТ НАЛОГИ С ЗАРПЛАТ НАРОДА!



Симферополь

Выставка-обозрение "Из истории русского искусства"



Москва

Мария Шахова при поддержке ИРИ продолжает разрушать стереотипы о России



Москва

Мэр Москвы расширил финансовую поддержку бизнес-ангелов



Москва

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: «Мой путь предпринимателя был прямой, как стрела»



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Расписание пригородных поездов Казанского направления МЖД изменится с 25 мая

Конец Щусевых. Наследие создателя Мавзолея гниет на заброшенной даче?

Генерал армии Виктор Золотов провел оперативное совещание

«ИМЕНЕМ ЗАКОНА»: «СВЯТОЙ ЛЕНИН» ОТМЕНЯЕТ НАЛОГИ С ЗАРПЛАТ НАРОДА!


Москва

Волшебное путешествие в мир музыки и кино






Rss.plus

Количество пользователей-инвесторов на платформе «Атомайз» превысило 72000

Театр «Модерн» представит спектакль к 130-летию Олдоса Хаксли

Волшебное путешествие в мир музыки и кино

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: «Мой путь предпринимателя был прямой, как стрела»

Moscow.media
Москва

Мэр Москвы расширил финансовую поддержку бизнес-ангелов



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Луи Армстронг

Неизданный концертный альбом Луи Армстронга представят на лейбле Verve Records




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Эксперт оценила развитие района Филевский парк

Анимационной компании «ЯРКО» – 3 года!

Финал командного чемпионата ФНТР по настольному теннису пройдет в Москве


Ролан Гаррос

В пригороде Парижа открыли корты имени Даниила Медведева



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Українські новини

Виставку «Світ Велетнів» в парку Боздош (м.Ужгород) продовжено до 30.06.2024 року



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России