Facebook-ში მოეწყო საქართველოს მხარდამჭერი ფოტოკამპანია
ფეისბუკში ვრცელდება სოციალური ქსელის მომხმარებელთა ფოტოები საქართველოს მხარდასაჭერად. ფოტოებზე გამოსახული არიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც ცალ თვალზე ხელი აქვთ აფარებული. ისინი ამგვარად სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს და ამ დღეებში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომელთაგან რამდენიმემ თვალი დაკარგა პოლიციის მიერ 20 ივნისის აქციის დარბევის შედეგად. სოლიდარობის კამპანიას ორგანიზება გაუწია საკრუიზო გემზე მომუშავე ქართველმა მეზღვაურმა ბუკა გირკელიძემ.