კინოთეატრების ქსელმა Cavea-მ კინოჩვენებიდან ამოიღო რუსულენოვანი სეანსები
კინოთეატრების ქსელმა Cavea-მ 20 ივნისიდან კინოჩვენებიდან ამოიღო რუსულენოვანი სეანსები. უკვე ორი დღეა, რაც კავეას პროგრამაში ფილმები მხოლოდ ქართულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზეა.
Cavea საქართველოში კინოთეატრების ყველაზე დიდი ქსელია. Cavea-ს კინოთეატრები მდებარეობს თბილისში - Galleria Tbilisi-ში, Tbilisi Mall-სა და East Point-ში.