დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ ბილიკის გამაგრება დაიწყო
უდაბნოს მონასტერთან მომლოცველებს და ადგილობრივებს არ უშვებენ. დავით გარეჯში ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით აზერბაიჯანულმა მხარემ ბილიკის გამაგრება დაიწყო – ამის შესახებ „რუსთავი 2-ს“ დავით გარეჯში მცხოვრებმა სასულიერო პირმა განუცხადა.
მისი თქმით, ბილიკს აკეთებენ იმ გზის მიმართულებით, რომელიც ტრაქტორებით გაიყვანეს. მისი განცხადებით, აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლებმა ტომრებით მიიტანეს ქვები და ტერიტორიაზე დაყარეს.