ფეისბუკი მომხმარებელს შეფერხების სწრაფად მოგვარებას დაჰპირდა
ფეისბუქი სოციალურ ქსელ ტვიტერზე გამოეხმაურა თავისი აპლიკაციების შეფერხებით მუშაობის ფაქტს და მომხმარებელს პრობლემის შესაძლებლობის ფარგლებში სწრაფად მოგვარებას დაჰპირდა:
„ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ ადამიანსპრობლემები შეექნა ფოტოების, ვიდეოების და სხვა ფაილების ატვირთასთან და გაგზავნასთან დაკავშირებით.ვწუხვართ ამის გამო და ვმუშაობთ, პრობლემა ისე სწრაფად მოვაგვაროთ, როგორც შესაძლებელია", - წერს ფეისბუქი.
ფეისბუქი და მისი სხვა აპლიკაციები- ვოტსაპი, მესენჯერი და ინსტაგრამი 3 ივლისის დილიდან მუშაობს შეფერხებით. .DownDetector-ის თანახმად, ხარვეზი სპეციფიკურია და მხოლოდ ზოგიერთ მახასიათებელს ეხება.
შეფერხება მთელ მსოფლიოში აღინიშნება, თუმცა განსაკუთრებით აშშ-ში, იაპონიასა და ევროპაში.