აშშ-მა პაკისტანის "ბალოჩისტანის განთავისუფლების არმია" ტერორისტული გაერთიანებების სიაში შეიტანა
აშშ-მა პაკისტანის სეპარატისტული გაერთიანება, "ბალოჩისტანის განთავისუფლების არმია" ტერორისტული გაერთინებად შერაცხა და ვაშინგტონი შეეცდება შეუშალოს ჯგუფს ხელი მიუწვდებოდეს სახსრებზე, რომლებსაც შეიარაღებული თავდასხმების დაგეგმვასა დ განხორცილებისთვის გამოიყენებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება გამოაცხადა 2 ივლისს და განმარტა, რომ ბელოჩისტანის განთავისუფლების არმია წარმოადგენს სეპარატისტულ გაერთიანებას, რომელიც თავს ესხმის უშიშროების ძალებს და სამოქალაქო პირებს, უპირატესად იმ არეალში, სადაც ბელუჩები არიან დასახლებული.
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, დაჯგუფებამ განახორციელა თავდასხმები ჩინელ ინჟინრებზე 2018 წელს, იმავე წელს ჩინეთის საკონსულოზე კარაჩიში და 2019 წელს გუადარში, სასტუმროზე. ბელოჩისტანი სეპარატისტული ამბოხების და მცირე მასშტაბის საბრძოლო მოქმედების არეალია. ბელოჩები მოითხოვენ მეტ ავტონომიას და ადგილობრივი რესურსების უფრო დიდ წილს.