პარლამენტის შენობის წინ აქციის მე-14 დღე დასრულდა
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ქციის მე-14 დღე დასრულდა. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, მანამ სანამ შს მინისტრი გიორგი გახარია არ დატოვებს დაკავებულ თანამდებობას. მათ ხვალ რუსთაველის გამზირზე გრანდიოზული კონცერტი დაანონსეს. ასევე თქვეს, რომ შაბათს მასშტაბური მარში გაიმართება. საქართველოს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქციები უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს.
The post პარლამენტის შენობის წინ აქციის მე-14 დღე დასრულდა appeared first on მარშალპრესი.