ორი ადამიანი დაიღუპა ავღანეთში, შიიტურ მეჩეთზე თავდასხმის დროს
სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა შიიტურ მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად. თავდასხმა 6 ივლისს მოხდა ავღანეთის ქალაქ ღაზნიში, მოჰამადიას შიიტურ მეჩეთში, სადაც მორწმუნეები დილის ლოცვაზე იკრიბებოდნენ.
აფეთქების დროს შენობაში დაახლოებით 70 მლოცველი იმყოფებოდა
ღაზნის პროვინცია დღეისათვის წარმოადგენს დაპირისპირების ადგილს ავღანეთის მთავრობას და თალიბანს შორის.
მაგრამ ორგანიზაცია თალიბანმა უარყო აფეთქებაში თავისი მონაწილეობა და დაგმო მეჩეთზე მომხდარი თავდასხმა.
ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმის უკან უნდა იდგეს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“.