დონალდ ტუსკი ლუგანსკში ჩავა ევროკავშირ-უკრაინის სამიტის წინ
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, ლუგანსკის ოლქში ჩავლენ, შემდეგ კი კიევში გაიმართება უკრაინა-ევროკავშირის სამიტი.
დონალდ ტუსკის ვიზიტი, გავრცელებული ინფორმაციით, 7 ივლისს იგეგმება.
იუწყებიან, რომ ტუსკი და ზელენსკი გაეცნობიან ვითარებას გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, რომელსაც ადრე ეწოდებაოდა ანტიტეორისტული ოპერაციის ზონა. ლიდერები დაათვალიერებენ სტანიცა ლუგანსკაიას, შეხვდებიან ეუთოს წარმომადგენლებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს.
უკრაინა-ევროკავშირის რიგით 21-ე სამიტი კიევში 8 ივლისს გაიმართება მარიას სასახლეში, უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენციაში. სამიტს უხელმძღვანელებენ უკრაინის, ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები.