ერთი დოლარი 2 ლარი და 91 თეთრი ღირს
ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი აშშ დოლარი 10 ივლისს 2.9096 ლარი ეღირება.
9 ივლისის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.8320 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 7 პუნქტით გაუფასურდა.
ლარის გაუფასურების მაქსიმუმი 28 ივნისს დაფიქსირდა, როდესაც 1 დოლარის ღირებულებამ 2.8791 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2599 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1778 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0821 ლარი შეადგინა.