argadadge.ge - ახალშექმნილ საიტზე გულშემატკივრები გახარიას სთხოვენ არ გადადგეს
argadadge.ge - ამ საიტზე გულშემატკივრები შს მინისტრს გიორგი გახარიას მოუწოდებენ არ გადადგეს:
„მეგობრებო, მოქალაქეებს, რომლებსაც მიგვაჩნია რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მხოლოდ ზიანს მოუტანს ქვეყანას, გამოვხატოთ საკუთარი პოზიცია ხელმოწერით და ვანახოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას“.
პეტიციას 5978 მომხმარებელი აწერს ხელს. პეტიციაზე ხელმოწერა მხოლოდ და მხოლოდ ფეისბუკის ანგარიშითაა შესაძლებელი.
ხმის მისაცემად ერთადერთ მოქმედებას ასრულებ. ხმის უკან გამოთხოვა კი შეუძლებელია.
ხელმომწერთა სია ფეისბუქის მომხმარებლების პროფილის ფოტოებით არის წარმოდგენილი.
22-ე დღეა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარეობს ანტისაოკუპაციო აქცია „სირცხვილია“. აქციის მონაწილეთა ერთადერთი მოთხოვნაა შს მინისტრის გადადგომა.
20-21 ივნისის ღამეს დემონსტრანტების ძალისმიერი გზით დაშლისას დაშავდა 240 ადამიანი. მათგან ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.